სამხრეთ კორეის ქალაქ ჩეჯუში სამართალდამცველებმა ორი ჩინელი სტუდენტი გოგონა დააკავეს, ისინი ადამიანის ქსოვილისაგან დამზადებულ გასახდომ წამალს უკანონოდ ავრცელებდნენ.

პოლიციის განცხადებით, 21 და 26 წლის ასაკის გოგონები სამხრეთ კორეის ერთერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.

გოგონებმა ჩინური საიტიდან რამდენიმე ათასი ცალი გასახდომი და ანტიალკოჰოლური აბი გამოიწერეს და შეისყიდეს. ამის შემდეგ ისინი კონტრაბანდის სახით წამალი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შემოიტანეს.