არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ამ დღეებში ერთი უწესო რამ ჩავიდინე. ძალიან გთხოვთ, ეს სტატია არასრულწლოვნებს არ წააკითხოთ. დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დეიდებო და ბიძიებო, როგორც კი გაზეთის ამ გვერდს წაიკითხავთ, ან სადმე გადამალეთ, ან კიდევ დაწვით!

მტკვრის მარცხენა სანაპირო. დიდუბის ხიდისა და ქსნის ქუჩის მონაკვეთი. აქ 24 საათის განმავლობაში დგანან მეძავები. თუმცა აქტიური მუშაობა საღამოს 8 საათიდან იწყება, შებინდებისას. მეძავს რა უნდა და ბნელი ღამეო... ყოველ ათ მეტრში დგანან და ელოდებიან სარფიან კლიენტს. არიან გამხდრებიც, საშუალოებიც და ნამეტანი მსუქნებიც. ზოგიერთზე უნებლიეთ იფიქრებ, ამას მხოლოდ ამწე თუ დაძრავსო. პრინციპში, ალხანას ჩალხანა არ ელევა და ამიტომ ხშირად ასეთებსაც ისვამენ მანქანაში. რაღა დაგიმალოთ და... აქ მეძავებზე დიდი მოთხოვნილებაა. ახლა, ნუ დამიწყებთ, ასეთ მეძავებს მანქანას ბანძი ადამიანი თუ გაუჩერებსო... მთლად ასეც არ არის საქმე, ხშირად ისეთი ძვირადღირებული ჯიპები ჩერდებიან, პირს დააღებთ. მე პირადად რამდენიმე სამთავრობო ნომრიანი მანქანაც შემინიშნავს. როგორც ჩანს, ყველა დონის ადამიანში ზის მეორე "მე", რომელიც ხშირად აიძულებს "პირველს", რაღაც იმნაირი ჩაიდინოს.

უფრო ვრცლად იხილეთ: