გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ბერძნული კაკალი არაჩვეულებრივად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. აგრეთვე კაკალი გიცავთ გულ–სისხლძარღვთა დაავადებისაგან და თავიდან აგაცილებთ გულის შეტევების განვითარებას.
კაკლის ასეთი სასარგებლო თვისებები აიხსნება მასში არსებული დიდი რაოდენობის ცხიმის მჟავების, უჯრედისის, უ ვიტამინისა და ანტიოქსიდანტებისაგან.
დადებითი ეფექტის მისაღწევად, სწავლულები გვირჩევენ, რომ რეგულარულად გამოვიყენოთ დიდი რაოდენობის კაკალი 4 კვირის განმავლობაში. ამასთანავე, ყველასთვის ასეთი რაოდენობა კაკლისა უსაფრთხო არ არის ყველასთვის, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტებთან კონსულტაცია.
ბერძნული კაკალი ქალებს მეხსიერებას უნარჩუნებს
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კაკლის ყოველდღიურ გამოყენებას შეუძლია ხანშიშესულ ქალებს გაუუმჯობესოს და შეუნარჩუნოს მეხსიერება. მისი შემცველი პოლიფენოლების, სხვადასხვა ანტიოქსიდანტებისა და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების არის ძალიან მაღალი და იწვევს ტვინის მოქმედების გააქტიურებას.
ამასთანავე, სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კაკალი დაგეხმარებათ არამარტო მეხსიერების შენარჩუნებაში, არამედ გაგიუმჯობესებთ გადაადგილების კოორდინციას. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველდღიურ რაციონში კაკლის რაოდენობა ხანშიშესული ქალისათვის უნდა შეადგენდეს 2–დან 9 პროცენტამდე.
ტესტებმა აჩვენეს, რომ თუ ყოველდღიური კვების რაციონში შევიტანთ 7–დან 9 კაკალს, ის გაგიუმჯობესებთ მეხსიერებასა და საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას. კალიურობის მხრივ, კაკლის ასეთი რაოდენობა ეკვივალენტურია 50 გრამი ხორცისა და ორი კოვზი მცენარეული ზეთისა.
ბერძნული კაკალი დაგიცავთ მკერდის კიბოსაგან
დღეში მხოლოდ რამდენიმე კაკალს უნარი შესწევს თავიდან აგაცილოთ მკერდის კიბო, – ასეთი დასკვნები გააკეთეს ამერიკის ქალაქ მარშალის სპეციალისტებმა.
ბერძნული კაკალი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა ომეგა–3, ანტიოქსიდანტები და ფიტოსტეროლები. სწორედ ფიტოსტეროლების მეშვეობით ხდება მკერდის კიბოს განვითარების თავიდან აცილება. მაგრამ თუ ონკოლოგიური დაავადება უკვე არსებობს, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს შეუძლიათ შეამცირონ სიმსივნის სიდიდე.
სპეციალისტები ქალებს ურჩევენ ყოველდღიურად შეჭამონ ორი ლებანი კაკალი.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კაკალი არა მხოლოდ მკერდის კიბოს განვითარების რისკს აგაცილებთ თავიდან, არამედ სხვა ონკოლოგიურ დაავადებებსაც, აგრეთვე დიაბეტსა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსაც.
კაკლები გვეხმარება მომხიბლავობის შენარჩუნებაში
კაკლები დაგეხმარებათ მთელი წლის განმავლობაში იყოთ ფორმაში. კაკლებში იმდენი სარგებელია, რომ შეგიძლიათ ჭამოთ ყოველდღე. ამ დღეებში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 50 გრამი ფისტაშკებისა ორგანიზმში ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას.
აგრეთვე მაკადამიას (ავსტრალიური კაკალი) აქვს მსგავსი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებები, მიუხედავად, მისი მაღალკალორიულობისა. ყოველდღიურად 13 გრამი სხვადასხვა შეურეული კაკლების გამოყენების შემთხვევაში გულ–სისხლძარღვთა სისტემის რისკი მცირდება 30 პროცენტით, მათში არსებული ცხიმოვანი მჟავა ომეგა–3–ისა.
კაკლები ხელს უწყობს არამარტო ჩვენი გულის მუშაობას, არამედ დადებითად მოქმედებენ კანზე. აი, განმასხვავებელი თავისებურებები სხვადასხვა კაკლის სახეობებისა.
მაკადამია (ავსტრალიური კაკალი)
შეიცავს მონოარაგაჯერებული ცხიმების 85 პროცენტს (ზეითუნის ზეთი შეიცავს 70 პროცენტს), ტვინის მუშაობის სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს ომეგა–3, 6 და 9–ს. ისევე, როგორც ფისტაშკები, ისიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
კალორიულობა – 50 გრამი შეიცავს 390 კილოკალორიას.
ბერძნული კაკალი
შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს და გულისთვის სასარგებლო ამინომჟდავა არგინინსა და ფოლიევის მჟავას.
კალორიულობა: 50 გრამი შეიცავს 345 კილოკალორიას.
ნუში
მისი შემცველი ომეგა–3–ისა და მცენარეული სტეროლის წყალობით, იგი ამცირებს გულის დაავადებების წარმოშობას. შეიცავს ვიტამინ უ–ს, რომელიც გონებივ ჩამორჩენილობაზეა პასუხისმგებელია.
კალორიულობა: 50 გრამი შეიცავს 305 კილოკალორიას.

ბრაზილიური (ამერიკული) კაკალი
შეიცავს ანტიოქსიდანტ სელენს, ცინკს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. სელენი და ცინკი დადებითად მოქმედებს წინამდებარე ჯირკვლების მუშაობაზე.
კალორიულობა: 50 გრამი შეიცავს 343 კილოკალორიას.
არაქისი
მდიდარია პროტეინების შემადგენლობით, ვიტამინებით ი#ბ ი|, შეიცავს აგრეთვე ნიაცინს, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მოქმედებაზე.
კალორიულობა: 50 გრამი შეიცავს 310 კილოკალორიას.
თხილი
შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც თავიდან აგაცილებთ კიბოს სიმსივნურ განვითარებას.
კალორიულობა: 50 გრამი შეიცავს 360 კილოკალორიას.
კაკალი და შავი ქლიავი – გემრიელი წამალი!
ფინელი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები წარმოადგენენ გულის დაავადებების პროფილაქტიკას. უპირველეს ყოვლისა, ესენია კაკალი, შავი ქლიავი, მზესუმზირა და ზღვის კომბოსტო.
ჩატარებული იყო გამოკვლევები, რომლებშიც მონაწილეობდნენ 50–69 წლის გულით დაავადებული მამაკაცები. მათ საკუთარი სურვილით გაიარეს სამედიცინო შემოწმება და აგრეთვე წარმოადგინეს თავიანთი კვების რაციონის გეგმა.
შედეგად აღმოჩნდა, რომ კაცობრიობის ძლიერი სქესის წარმომადგენელები, რომლებიც მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებით იკვებებოდნენ, გულის უკმარისობის განვითარების რისკი შეუმცირდათ 15 პროცენტით.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ იქნა დამტკიცებული, რომ კაკალი შეიცავს კარგ ბაქტერიციდულ და ჭრილობის შეხორცების თვისებებს, იგი ნაწლავების მოქმედებასა და არტერიულ წნევას ნორმაში აყენებს.
შავი ქლიავი
ქლიავი შეიცავს სახის კანისთვის ძალზე საჭირო ვიტამინებს: იბ სბ ლბ ზბ ზზ–ს. მისგან დამზადებული ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის სასარგებლოა.
ნიღაბი მშრალი კანისთვის
– დაჭყლიტეთ ქლიავი და გაწურეთ, შემდეგ აზილეთ უმი კვერცხის გულთან ერთად. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 25 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ ცივით და წაისვით კანის მკვებავი კრემი.
ნიღაბი ნორმალური კანისთვის
– დაჭყლიტეთ ქლიავი და აურიეთ ერთ კოვზ ხაჭოში და მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.; ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით, და წაისვით კანის მკვებავი კრემი.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
– გათალეთ და დაჭყლიტეთ ქლიავი, აზილეთ უმი კვერცხის ცილაში. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ღამის მკვებავი კრემი მშრალი და ნორმალური კანისათვის
– ერთი ცალი ქლიავის ფაფა აურიეთ ერთი უმი კვერცხის გულსა და ერთ ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლში, მიღებული მასა წაისვით კარგად გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ რამდენიმე საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.