2014 წლის სიყვარულის ჰოროსკოპის სავიზიტო ბარათი ფერადი, რომანტიკული თავგადასავლები და მჩქეფარე ვნებებია. თუ ემოციებს ზღვასთან შევადარებთ, ამ წელს შტორმია მოსალოდნელი. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა ვნებებმა შეიძლება სრულიად მოულოდნელად იფეთქოს და დიდ სიღრმეებსაც მიაღწიოს.
ერთი ნახვით შეყვარება, საკურორტო თუ სამსახურეობრივი რომანები, მინავლებული გრძნობების განახლება – ეს ყველაფერი 2014 წლის დღის წესრიგში იქნება. ერთადერთი „მაგრამ“: ვნების ცეცხლმა, ისევე როგორც ნამდვილმა კოცონმა, გულის გათბობის გარდა შეიძლება დაგწვათ კიდეც. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით გაზაფხულზე, პიკს არა მხოლოდ სასიამოვნო რომანტიული განცდები მიაღწევს. ამავე პერიოდში სულ მცირე პრობლემამაც კი საყვარელ ადამიანებს შორის უამრავი წყენა და გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს და შედეგად ურთიერთობაში ბზარის გაჩენამდე ან სულაც განშორებამდე მიგიყვანოთ.
2014 წელს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ისეთ სახიფათო გრძნობასთან, როგორიც ეჭვიანობაა. ეჭვის გრძნობა ისეთ პარტნიორებს შორისაც კი შეიძლება გაჩნდეს, რომლებიც აქამდე ერთმანეთს უპირობოდ ენდობოდნენ. ახალი ურთიერთობების სტაბილურობის უმთავრესი საფრთხეც სწორედ ეჭვიანობა იქნება. ასე, რომ თქვენს რჩეულებს ეჭვიანობის საბაბს შეგნებულად მაინც ნუ მისცემთ. თუ ამ გრძნობამ 2014-ში თავად დაგაბრმავათ, მოერიდეთ დაუფიქრებელი და ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმას.
2014 წლის სასიყვარულო ურთიერთობებს კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი ახასიათებს – წლის პირველ ნახევარში, გრძნობების სიძლიერის მიუხედავად, პარტნიორებს ინიციატივის გამოვლენა ჩვეულებრივზე მეტად გაუჭირდებათ. იმ დონეზეც კი, რომ გამბედაობის ნაკლებობის გამო ბევრი პოტენციური ურთიერთობა მხოლოდ ოცნებითა და ფანტაზიებით შეიძლება შემოიფარგლოს. ამიტომ რეკომენდაცია ყველასთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის ასეთია: თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი რჩეული ყოყმანობს – თავად გადადგით პირველი ნაბიჯი. იყავით აქტიური და მონდომებული, აიღეთ რთული საკითხების გადაწყვეტა თქვენ ხელში და დარწმუნებული იყავით, პარტნიორი მადლობელი დაგრჩებათ.
2014 წლის ივლისის შუიდან კი მეტისმეტი გაუბედავობა უკვე აღარავისთვის იქნება ხელისშემშლელი. წლის ბოლომდე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იდგება. მსუბუქი რომანტიკული თავგადასავალი იქნება თუ სერიოზული ურთიერთობა, ეს შესანიშნავი დროა ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. დატკბით ცხოვრებით თქვენს რჩეულთან ერთად და გიყვარდეთ მთელი სულითა და გულით.
ვერძი
ვერძების სასიყვარულო ჰოროსკოპი 2014 წლისთვის ნამდვილი დანაღმული ველია, სადაც „ნაღმების“ როლს უსიამოვნებებთან ერთად ბედის სასიამოვნო საჩუქრებიც ასრულებს. ამიტომ ცხენის წელიწადი მათთვის უამრავი მოულოდნელობითა და შთაბეჭდილებით იქნება აღსავსე.
წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით გაზაფხულზე ვარსკვლავები ვერძებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ: არის საფრთხე, რომ საყვარელ ადამიანს გაუგებრობისა თუ ეჭვიანობის ნიადაგზე სერიოზულად ეჩხუბოთ.
თუ ვერძი მეორე ნახევარს ეძებს, 2014-ის დასაწყისში ურთიერთობების წამოწყებაში მეტისმეტმა გაუბედავობამ შეიძლება ხელი შეუშალოს. თუმცა ივლისიდან გაუბედავობა ზოდიაქოს ამ ნიშნებს უკვალოდ დატოვებს, რაც საწინააღმდეგო სქესის თვალში მათ ერთიორად მომხიბვლელს გახდის. ვერძებმა ამ ბედნიერი მომენტით უნდა ისარგებლონ, რათა ცხენის წელიწადში თავიანთი წარმატება გაამყარონ, ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანონ ან ახალი, რომანტიული ურთიერთობა წამოიწყონ.
კურო
2014 წელს მარტოხელა, რომანტიული კურო შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სიმპატიურ კურდღელს გაეკიდოს და საბოლოოდ, ერთი მართლაც დაიჭიროს. ვარსკვლავები კუროებს აფრთხილებენ, რომ წლის დასაწყისიდანვე მათ პირად ცხოვრებაში შეიძლება გაუგებრობები დაიწყოს, რადგან ერთ კონკრეტულ ადამიანზე კონცენტრირება ძალიან გაუჭირდებათ.
რაც შეეხება კუროებს, ვისაც საყვარელი ადამიანი უკვე ყავს, 2014 წელს ვარსკვლავები პარტნიორებისადმი კრიტიკის შერბილებას ურჩევენ. თუმცა ალბათ ამაოდ, რადგან წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნების მოჭარბებული კრიტიკულობა პირველ რიგში მათ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს დაატყდებათ თავს. ამიტომაც თუ არ გინდათ, ურთიერთობებს ბზარი შეეპაროს, საყვარელი ადამიანის ნაკლოვანებებს გაგებით მოეკიდეთ.
2014 წლის მეორე ნახევარი კი პირადი საქმეების მოსაგვარებლად შესანიშნავი დროა. ამ პერიოდში მარტოხელა კუროები გადაწყვეტილების მიღებას ბოლოს და ბოლოს მოახერხებენ და სტაბილურ ურთიერთობას აირჩევენ, ხოლო დაწყვილებული კუროები არსებულ ურთიერთობებში ვნებისა და რომანტიკის ელემენტებს შეიტანენ.
ტყუპები
2014 წელს ტყუპებს საწინააღდეგო სქესის წარმომადგენლებთან არაერთი გამარჯვება ელოდებათ. მათი ჰოროსკოპი მოწმობს, რომ სექტემბრის ჩათვლით ამ ნიშნის წარმომადგენელთა ხიბლს ვერავინ გაუმკლავება. ტყუპებმა მომენტით უნდა ისარგებლონ, პირად ცხოვრებაში ყველა პრობლემა მოაგვარონ და სანუკვარი ოცნებებიც აისრულონ.
2014 წლის პირველ ნახევარში ტყუპებს მხოლოდ ცხოვრებისეული სიკეთეებით ტკბობის სურვილი ექნებათ. მათთვის ეს პერიოდი შესანიშნავი დროა, რათა ცხოვრება გემოვნებიანად მოიწყონ და ამქვეყნიური სიამეებით დატკბნენ. საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიაში მყოფი ტყუპები საოცრად მიმზიდველნი იქნებიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. ამის წყალობით ცხენის წელიწადში მარტოხელა ტყუპები ერთდროულად რამდენიმე, ერთი მეორეზე უფრო მომხიბლავ რომანტიკულ წინადადებას მიიღებენ.
ტყუპები, რომელთაც საყვარელი ადამიანი უკვე გვერდში ყავთ, წლის პირველ ნახევარში სამოგზაუროდ ერთად უნდა წავიდნენ, მოიწყონ საერთო ბუდე და შესაძლოა ქორწილსა და ბავშვებზეც დაფიქრდნენ. მთავარია ძირითადი საკითხები შემოდგომამდე მოაგვარონ, რადგან ამ პერიოდში ტყუპებს პირად ცხოვრებაზე ფიქრისა და ზრუნვის დრო შეიძლება აღარც ჰქონდეთ.
კირჩხიბი
2014 წელიწადი კირჩხიბებს ოჯახსა და სამსახურს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დააყენებს. თუ კირჩხიბი პირველს აირჩევს, სანანებლად საქმე არ გაუხდება. ბუნებრივია, ისეთ უკიდურესობებზე, როგორიც სამსახურის მიტოვებაა, საუბარი არ არის, თუმცა ზოგიერთი კირჩხიბი ქალისთვის ამ წელს დიასახლისად ქცევა ცუდი ვარიანტი სულაც არ იქნება.
ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ ცხენის წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან გაუჭირდებათ არჩევანის გაკეთება პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, თუმცა თუ ამას მაინც არ გააკეთებენ, მთელი წელი „საჭიროა“ და „მინდას“ შორის გაეხლიჩებათ.
თუ მარტოხელა კირჩხიბს სერიოზულად შეუყვარდება (2014 წელს ეს სავსებით მოსალოდნელია), მას სიტუაციაში გარკვევაც არ გაუჭირდება. ამ შემთხვევაში სიყვარული ალბათ კირჩხიბის ზოგიერთ კარიერულ და ფინანსურ გეგმას უკან დახევს, მაგრამ სამაგიეროდ მის სულს ჰარმონიასა და პოზიტივს მოუტანს.
დაწყვილებულ კირჩხიბებს ვარსკვლავები 2014 წელს თავიანთი მეორე ნახევრისთვის მაქსიმალური ყურადღების გამოჩენას ურჩევენ. ყურადღების, ურთიერთობისა და დროის დეფიციტი – ეს კირჩხიბის 2014 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპის ყველაზე სუსტი რგოლია, თუმცა სურვილის ქონის შემთხვევაში ამ პრობლემასთან გამკლავებაც არ გაუჭირდებათ.
ლომი
2014 წელს ლომი საპირისპირო სქესის თვალში უბრალოდ შეუდარებელი იქნება. მათი გულების დასაპყრობად ლომებს პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ დაჭირდებათ: ვარსკვლავები მათ ისეთი განსაკუთრებული სექსუალური მიზიდულობითა და შარმით დააჯილდოვებენ, რომელსაც წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს. გასაკვირი არაფერი იქნება, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში – აქტიურობის პიკზე მყოფ ლომზე უზარმაზარი მოთხოვნა იქნება. თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს: ცხენის წელიწადში ლომებს ძალიან გაუჭირდებათ თავიანთ სიმპატიებში გარკვევა.
გარდა ამისა, 2014 წელს ლომები, ჰოროსკოპის თანახმად, დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ამბიციურ პროექტებს მიუძღვნიან. ყველაფერი, რაც სამსახურთან, კარიერასთან, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, მოულოდნელად იოლად გამოუვათ, რაც ჯანსაღ აზარტსა და სულ უფრო მეტის მიღწევის სურვილს გაუჩენს. შედეგად, მიუხედავად რომანტიული გატაცებების სიმრავლისა, ლომები პირად ცხოვრებას 2014 წელს პირველ ადგილზე არ დააყენებენ.
თუ 2014 წელს ლომი თავისი მეორე ნახევრის პოვნას, პირად სიმპატიებში გარკვევას, ურთიერთობების გამყარებას ან მათ ახალ დონეზე გადაყვანას გადაწყვეტს, ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ივლისის ბოლოდან სექტემბრის შუა ხანებამდე ექნება. ამ პერიოდში ლომები შედარებით იოლად გაერკვევიან თავიანთ ჭეშმარიტ სურვილებში და გულის ხმასაც ცხადად გაიგონებენ.
ქალწული
ქალწულის სასიყვარულო ჰოროსკოპი ამბობს, რომ 2014 წელს მისი საკმაოდ ზედაპირული განწყობა პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს ვერ შეუშლის, პირიქით, უამრავ დაუვიწყარ წუთსაც აჩუქებს. სიყვარული ზუსტი მეცნიერება არ არის და ყველა ის მინუსი, რომელსაც საქმეებში მისი არაორგანიზებულობის ნაკლებობა მოუტანს, სიყვარულში პლუსად გადაექცევა. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება მარტოხელა ქალწულების ცხოვრებაში.
2014 წლის დასაწყისიდანვე ქალწული იგრძნობს, რომ მისი ღრმად დაფარული სურვილები და ინსტინქტები ზედაპირზე ამოდის და მის პირად ცხოვრებაში მთავარი როლის შესრულებას იწყებს. გონების ხმისთვის ყურის დაგდება სასიყვარულო საქმეებში სულ უფრო გაუჭირდება. ამ პერიოდში ლოგიკურიც არის, ქალწულები თავიანთი გრძნობების მიხედვით მოქმედებდნენ. შედეგად, წლის პირველი ნახევარი სავსე იქნება ახალი კონტაქტებით (რომანტიკული თუ სხვა სახის) და რაც მთავარია, ახალი შთაბეჭდილებებით!
მარტოხელა ქალწულები მჩქეფარე ვნებების ნიაღვარში მოყვებიან. თუმცა სექტემბრის ბოლოდან სიტუაცია დამშვიდდება და ნოემბერ-დეკემბრის თვეები ქალწულს პირად ცხოვრებაში სტაბილურობასა და ნანატრ სულიერ ჰარმონიას მოუტანს. თუ ქალწულს რჩეული უკვე ყავს, 2014 წელი მათი ურთიერთობის სიმტკიცისთვის სერიოზული გამოცდა იქნება: ცხენის წელიწადი ქალწულებს საკმაოდ ბევრ საცდურს სთავაზობს.
სასწორი
2014 წელიწადში სასიყვარულო ემოციები სასწორებისთვის ამერიკულ მთებს ემსგავსება: ასეთივე ცვალებადი, დაუგეგმავი და თავბრუდამხვევი იქნება! მართალია, ცხენის წელიწადი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიყვარულში ემოციურად და იმპულსურად მოქმედებისკენ უბიძგებს, თუმცა ამისთვის ჯილდოს სულაც არ პირდება. სასწორებო, ვარსკვლავები გაფრთხილებენ: 2014 წლის პირველ ნახევარში არსებობს საფრთხე, რომ წამიერი ემოციის გავლენით მეტად სარისკო ნაბიჯი გადადგათ. ეს შეიძლება იყოს ოჯახური ღალატი, დაუსაბუთებელი ეჭვიანობა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა, უეცრად აფეთქებული ფატალური ვნება და რაიმე მსგავსი. წინდაუხედავი საქციელის შედეგების გამოსწორებაზე ბევრი ზრუნვა რომ არ დაჭირდეთ, ამისთვის სასწორებს ცხენის წელში ურჩევნიათ თავი ხელში აიყვანონ.
წლის მეორე ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი პერიოდია პირადი ცხოვრების მოსაწყობად: ამ დროს სასწორების ემოციებიც გაწონასწორდება, თუმცა ცხოვრება ისევ უამრავ რომანტიკულ ნაცნობობასა თუ ფლირტისა და ურთიერთობის საშუალებებს სთავაზობს. 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ მარტოხელა სასწორებმა თავიანთ მეორე ნახევარი იპოვნონ.
მორიელი
2014 წელს მორიელებს სასიყვარულო არეალზე მრავალი სასიამოვნო შესაძლებლობა ელოდებათ, თუმცა იმავდროულად არც საფრთხე და საცდური იქნება ცოტა. ვარსკვლავები მათ კომუნიკაბელურობითა და სექსუალურობით დაასაჩუქრებენ და ამის წყალობით რომანტიკული ნაცნობობის წამოწყება არ გაუჭირდებათ. ცხენის წელიწადში მარტოხელა მორიელებს ფლირტაობის, კონკურენტების დამარცხების, მცირე რომანების გაჩაღების შესაძლებლობა ხშირად მიეცემათ, შეიძლება სერიოზულადაც კი შეუყვარდეთ ვინმე. თუმცა მჩქეფარე ემოციები მათ სასიყვარულო ურთიერთობებს გამარტივების საშუალებას არ მისცემს.
საქმე ისაა, რომ მორიელებს რა იოლადაც შეუძლიათ ურთიერთობის აწყობა, ასევე ხელაღებით მოახერხებენ მათ დასრულებას. ამის მიზეზი მორიელის მომეტებული კრიტიკულობა, იმპულსურობა და გამძაფრებული ეჭვიანობაა. მორიელები კონფლიქტის გაჩაღებას ნებისმიერი წვრილმანიდან შეძლებენ, ასე რომ, მათ საყვარელ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. იმისთვის, რომ 2014 წელიწადმა ზოდიაქოს ამ ნიშნებს პირად ცხოვრებაში ბედნიერება მოუტანოს, მორიელებს თავიანთი დამანგრეველი ემოციური შეტევების შეკავება მოუწევთ.
მშვილდოსანი
2014 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი მშვილდოსანს უამრავ სიურპრიზსა და მოულოდნელობას სთავაზობს. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა არასტარდარტული სიტუაციები ემოციური მშვილდოსნისთვის ნორმად შეიძლება იქცეს. მას შეიძლება ელოდეს ახალი რომანტიკული ურთიერთობები, სიყვარული ერთი ნახვით, ურთიერთობის განახლება ყოფილ პარტნიორთან და მსგავსი სიტუაციები.
მთლიანობაში მარტოხელა მშვილდოსნების პირადი ცხოვრებისთვის 2014 წელიწადი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ მას საკუთარ გრძნობებშიც გაუჭირდება გარკვევა და ჩახლართულ სიტუაციებშიც. არც დაწყვილებული მშვილდოსნების ცხოვრებაში იქნება სიმშვიდე: მათ რომანტიული ემოციების აფეთქება ელით. მთავარია, მოჭარბებული ემოციურობა უკუღმა არ შემოუბრუნდეთ, როგორც ამბობენ, დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე მცირე მანძილია.
ივლისის ბოლოდან მშვილდოსნები სულიერ წონასწორობას მოიპოვებენ და პირად ცხოვრებაში მეტნაკლებად მშვიდი პერიოდიც დაუდგებათ. 2014 წლის მეორე ნახევარი იდეალური დროა სერიოზული ურთიერთობების დასაწყებად ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
თხის რქა
2014 წელს ჩვეულებრივ თავშეკავებულ თხის რქებს რომანტიკული ემოციების ზღვა ელით. თუ თხის რქა მეორე ნახევარს ეძებს, თავადაც გაკვირვებული დარჩება, რამდენად იოლად შეძლებს 2014 წელს შეყვარებას და რამდენად ღრმა აღმოჩნდება მისი გრძნობები. თუმცა ვარსკვლავები თხის რქას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, თორემ ღრმა გრძნობებისა და იოლად შეყვარების კომბინაცია ცოტა არ იყოს ფეთქებადსაშიშია. კარგი იქნება, თუ თხის რქას გაუმართლებს და თავისი ოცნების პრინცს (ან პრინცესას) შეხვდება და თუ არა, შეიძლება 2014 წლის წარუმატებელ სიყვარულზე დიდხანს მოუხდეს ტირილი.
სასიყვარულო იმედგაცრუების თავიდან არიდების საშუალება თხის რქებს აქვთ: საკმარისია ყოველ ჯერზე ახალ ურთიერთობებში თავით არ გადაეშვან და ცოტა თავშეკავებულად იმოქმედონ. რამდენადაც 2014 წელს თხის რქებს საკმაოდ ღრმა ემოციები ექნებათ, სანამ ახალ რომანს გააბამენ, შექმნილი სიტუაცია აუცილებლად კარგად უნდა აწონ-დაწონონ. რაც შეეხება თხის რქებს, რომლებსაც პარტნიორი უკვე ყავთ, 2014 წელს ექნებათ საშუალება, ურთიერთობები კიდევ უფრო გაამყარონ.
მერწყული
ვარსკვლავები ამბობენ, რომ 2014 წლის მერწყულის სასიყვარულო ჰოროსკოპში ბევრი რამ თავად მათზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა ბედი ზოდიაქოს ამ ნიშნებს მრავალ რომანტიკულ თავგადასავალს უმზადებს, თუმცა თავიანთი განწყობის გამო მერწყულებმა შეიძლება ამ შანსებით არ ისარგებლონ და უფრო მეტი, ვერც კი შეამჩნიონ.
გარდა ამისა, 2014 წლის პირველ ნახევარში მერწყულებს ახალი ნაცნობების შეძენისას სირთულეები თავიანთ კონკრეტიკისკენ მიდრეკილების გამო შეიძლება შეექმნათ. სიყვარული ზუსტი მეცნიერება არ არის და მასში ღიმილს ან მზერას ყველაზე გონივრულ სიტყვებზე მეტის თქმა შეუძლია. თუ მერწყულებს საყვარელი ადამიანი უკვე ყავთ, ამ წელიწადში ზედმეტი კირკიტითა და საყვედურებით შეიძლება მასთან ურთიერთობა გაიფუჭონ. თუ მერწყული არსებულ ურთიერთობებს ლუპით დააკვირდება, პარტნიორში მრავალ აღმაშფოთებელ ნაკლს იპოვის. თუმცა იმავდროულად შეუძლია საკუთარ თავს აჯობოს და ნეგატივი იქ არ ეძებოს, სადაც არ არის. თუ ამას მოახერხებს, 2014 წელიწადში მისი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან სწორი მიმართულებით განვითარდება.
მერწყულის გულითადობა მას ბევრ ნაცნობს გაუჩენს, ხოლო გრძნობების სიღრმე მცირე რომანებით არ შეივსება და მერწყულებს ხანგრძლივი, სერიოზული და ვნებიანი ურთიერთობის აწყობა მოუნდებათ.
თევზები
2014 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი თევზებს მათი განუმეორებლობის რწმენით დააჯილდოვებს, რაც საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას პოზიტიურად იჩენს თავს. საკუთარი თავის რწმენა გულითადობასა და მართლაც მეფურ დახვეწილობასთან ერთად ნებისმიერს მონუსხავს. გასაკვირი არ იქნება, რომ წლის მთელი პირველი ნახევარი თევზებს უამრავი თაყვანისმცემელი ეხვევათ გარს. მით უფრო, რომ ამ პერიოდში ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნებს ცხოვრების აქტიური სტილის არჩევისკენ უბიძგებენ: ხალხში ბევრი დროის გატარება, მოგზაურობა, მაღალი საზოგადოების თავყრილობებზე სიარული. ეს ყველაფერი მარტოხელა თევზებს უამრავ ახალ რომანტიკულ ნაცნობობას გადაჰყრის, ხოლო დაწყვილებული თევზებისთვის საზოგადოებაში თავის მეორე ნახევართან ერთად გამოჩენის საშუალება იქნება.
2014 წლის დასაწყისიში თევზების გატაცებები შეიძლება ძალიან მსუბუქი და ზედაპირული იყოს. მათ სხვების გრძნობებზე თამაში კარგად გამოსდით. თუმცა წლის შუა პერიოდის შემდეგ თევზები დასერიოზულდებიან და ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყების შანსიც მიეცემათ.