პრინცმა William-მა ახალი საქმე იპოვა - სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი რამდენიმე თვის წინ სამხედრო სამსახურიდან წამოვიდა და ოჯახური ცხოვრებაში გადაეშვა, თუმცა, გადაწყვიტა, რომ დროა კვლავ იპოვოს საკუთარი საქმე - ეს საქმე კი რატომღაც ფერმერობაა.

ახალ გატაცებას William-ი ისე სერიოზულად უდგება, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში ფერმერების კურსის გავლაც კი გადაწყვიტა - ასე რომ, სულ მალე 31 წლის ახალგაზრდა ხელში, თოხსა და ბარს დაიჭერს და მიწის დამუშავებას შეუდგება. მას ალბათ საკუთარი მეუღლე, Kate Middleton-იც შეუერთდება, რომელიც თავსაფარწაკრული მეუღლეს ყოველ სადილზე საკუთარი ხელით მომზადებულ ნუგბარს მიუტანს.

ეს ყველაფერი ხუმრობით, თუმცა, William-ი ამ თემაზე ჩვენგან განსხვავებით სრულიად სერიოზულად საუბრობს - პრინცს სურს სოფლის მეურნეობის საკითხებში გაერკვეს და ეკონომიკის კურსებიც გაიაროს. უკვე შემდეგ კი პრინცი Charles-ისგან ოჯახური საქმეები გადაიბაროს და სამეფო საკუთრებაში არსებული მიწები თავად მართოს.

მიუხედავად პრინცის ასე კარგად დალაგებული გეგმებისა, ყვითელი პრესა მის გადაწყვეტილებაში საეჭვო მოტივებს ხედავს და ამას ხელს პრინცი Harry-ც უწყობს. “William-ი დაიღალა პატარა ბავშვის მოვლით - პრინცი George-ს ძიძობა 4 თვის შემდეგ მისთვის ძალიან მომაბეზრებელ საქმიანობად იქცა და სურს სახლში რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარიოს“ - წერენ ტაბლოიდები. ამ ყველაფერს კი Harry-ს ხუმრობაც ემატება - წითური უცმროსი ძამიკო ცოტა ხნის წინ სამხრეთ პოლუსზე ექსპედიციაში გაემგზავრა. ბოლო ინტერვიუში კი სიცილ-ხარხირით განაცხადა, ჩემს ძმას ძალიან შურს, უნდოდა თავად წამოსულიყო და ცოტა ხნით მტირალა ბავშვისგან შორს ყოფილიყოო.

შეიძლება Harry თავის ხუმრობას ძალიან გონებამახვილურად მიიჩნევს, თუმცა, მისმა სიტყვებმა მასდმედიაში ატეხილი აჟიოტაჟი უფრო გააღრმავა - Kate Middleton-სა და პრინც William-ს მალევე ოჯახური კონფლიქტი დააბრალეს და ასე გადააყოლეს მისი იდეალური ურთიერთბები ძამიკოს პატარა უმტკივნეულო კომენტარს.

თავად Harry ნათქვამზე ბევრს სულაც არ ფიქრობს - ის ამჟამად ექსპედიციაში იმყოფება - ცოტა ხნის წინ ნატკენი ფეხიც მოიშუშა და როგორც ამბობენ, სამხედროებთან ერთად სამშობლოში დაბრუნების მერე საყვარელ ქალს, Cressida Bonas-ს საზოგადოებას უკვე ოფიციალურად წარუდგენს - მოკლედ, სამეფო ოჯახი კვლავ ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრშია.