1901 წლის 27 დეკემბერს ცნობილი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი დაიბადა. იგი დიდების მწვერვალზე საკუთარი თავის "ახლიდან აღმოჩენის" ოსტატობის წყალობით დარჩა.

1920 -იან წლებში ის ბერლინში მუშაობდა - თამაშობდა თეატრალურ დადგმებში და მუნჯ კინოში. მის ვარსკვლავურ როლად იქცა ლოლა-ლოლა შტერნბერგის (Josef von Sternberg) "ცისფერ ანგელოზში". ამ როლის შემდეგ ის ცნობილი გახდა და კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ Paramount Pictures-თან. ისეთმა სურათებმა, როგორიცაა შანჰაის ექსპრესი (Shanghai Express) და სურვილი (Desire) დიტრიხის გლამურული იმიჯისთვის ბევრი რამ გააკეთა - ის გახდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. 1930 წელს შტერნბერგმა ის გარი კუპერთან ერთად გადაიღო ფილმში Morocco. ფილმში შესრულებული როლისთვის დიტრიხი "ოსკარზე" იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო არ მიუღია. ამით ის გახდა პირველი გერმანელი ქალი, რომელიც "ოსკარზე" წარადგინეს.

დიტრიხი 1939 წელს ამერიკის მოქალაქეობას იღებს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მას გამოსვლა არ შეუწყვეტია. დიტრიხი ცნობილი იყო მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო და იმ დროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა, მათ შორის "ლილი მარლენი", რომლის მოტივი ომის ხაზგასმული სიძულვილია. ამავე დროს ის მონაწილეობს მიუზიკლებში ამერიკელი ჯარისკაცების გასართობად. ის მოკავშირეთა ჯარებისთვის ფრონტის წინა ხაზზე ალჟირსა და გერმანიაში მღეროდა.

იხილეთ სრულად: