“ტაბლოიდისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა შვილს აუდიტის სამსახურის უფროსისგან ლაშა თორდიასგან ელოდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ უკვე დიდი ხანია რომანი აქვთ, თუმცა თორდია დაოჯახებულია და ცოლთან დაშორებას არც აპირებს. სავარაუდოდ ბავშვი, რომელიც თინათინ ბოკუჩავას გაუჩნდება დედის გვარს ატარებს.


როგორც ამბობენ, ლაშა თორდიას ამჟამად სამსახურებრივი პრობლემებიც აქვს, რაც შესაძლოა მალე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მალე აუდიტის სამსახურის შეფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ახლახანს გაზეთმა „ვერსიამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს მასალები, რომელიც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ხარჯთაღრიცხვებსა და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს ეჭვქვეშ აყენებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, თორდიას ის ავტომანქანებიც ამოუვარდება, რომლითაც დეპუტატი პალიკო კუბლაშვილი სარგებლობს და ჯერ კიდევ აუდიტის სამსახურის ბალანსზეა.


შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდია აქტიურ „ნაციონალ“ კანონშემოქმედთა ფრთას მიეკუთვნებოდა.
რაც შეეხება თინათინ ბოკუჩავას და თორდიას რომანს, „ტაბლოიდი“ შეეცადა ამ საკითხზე ინტერვიუ ორივე მათგანთან ჩაეწერა, თუმცა არც დეპუტატი და არც აუდიტის სამსახურის უფროსი ამ თემაზე მედიასთან არ საუბრობენ.