სიტყვა “ძერსკი” ფართო გამოყენებაშია დღევანდელ ქართული თინეიჯერებში, თუმცა ყოველ უბრალო მოკვდავს არ შუეძლია დაიპყროს “ძერზკობისთვის” საჭირო სიმაღლეები.

 

1. თუ ბიჭი ხართ აუცილებლად დაიყენეთ ცამდე ასტყორცნილი ქოჩორი ან პირქით თვალებზე ჩამოფხატული “ჩოლკა” (ოქროს შუალედი არ არსებობს) , თუ ზემოდან პრესისტორიული ხანის გაქუცულ ქუდსაც ჩამოიმხობთ “ვაფშე სიმპო” , “ძმი” და უბრალოდ “კაი წიპი” იქნებით.

 


2. თუ გოგონა ხართ ატარეთ მუქი ტონალური , რომელიც ასე კარაგდ ეხამება თქვენს ღია კანს ენივეი, ფერთა გრადაცია თქვენ სხეულზე მიღწეულია.

 


3. მუსიკა – უნდა გიყვარდეთ ბითლზები და ამავე დროს დასვათ გამანადგურებელი კითხვა თუ ვინ არიან ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. პარალელურად ვერ უნდა იტანდეთ რუსულ სიმღერებს რადგან რუსული მუსიკა “ფუ, ბანძობაა” და “ასეთ გოიმობას როგორ უსმენ, გოგო?”.

 


4. გადაკოცნეთ ყველა და ყველაფერი იმიტომ რომ “აი, ძაან მომენატრე” და “მიყვარხარ, დაოოო”. უნდა იყოთ ყველაზე თბილებეე, და” ჯაან, ჯაან “მაგრად უნდა ჩამეხუტოთ , როცა “ჯაან , ჯაან” ” “სწერვულს” ვამბობ რადგან ასეთ მომენტებშ “ჯან, ჯაან” “შაყუარელი” ვარ. ამ დროს მე ახლოს მდგარ მეგობარს უნდა ვუბრიალებდე თვალებს, იქნებ შევეცოდო და “ძერსკეს” მკლავებიდან გამომიხსნას 

 

5. “ეიფლის” აიფონით უნდა დაირხეოდეთ რადგან “ბლექბერი” და “ანდროიდი” “იტოგში” გოიმობაა.

 


6. ისევ ბიჭების საყურადღებოდ, უნდა მოგწონდეთ ძალიან გახსნილი უკომპლექსო გოგონები, ტატუების და სიგარეტის მოწევს წინააღმდეგ არ უნდა იყოთ , მაგრამ თუ ასეთ გოგოს სადმე შეამჩნევთ მეძავი იგივე ბ**ი უნდა დაუძახოთ.

 


7. გოგონების საყურადღებოდ , უნდა გყავდეთ ბევრი “ძმა”, რომლებსაც ყველაფერს ეუბნებით და უთბილესი ადამიანები არიან.

 


8. გირჩევთ, ისარგებლოთ მხოლოდ “ფეისბუქით” რადგან “ოდნო” ”გოიმობაა” და ყველა სოფლელი მანდ შედის.

 


9. დაეყენეთ სტატუსები “ცამდე მენატრები”, “შური და ბოღმა დიდია, კრიტიკა ფეხზე მკიდია” ან “ვერ ვიტან ახალ წელლსსსსსსს” მერე რა რომ მათზე ნული კომენტარი გექნებათ, სამაგიეროდ ეს ყველაფერი ღიად მეტყველებს თქვენს “ძერსკობაზე”

 


10. კითხვა უნდა გიყვარდეთ ყველაფერზე მეტად , “ჯინსების თაობაზე” უნდა გეკეტებოდეთ და გეგა და თინა ყველაზე თბილები უნდა იყვნენ (ჩემი პირადი გულისტკივილი : ნუ შეურაცხყოფთ ტურიკას! ათასჯერ უფრო უკეთესი ნაწარმოებები აქვს!).

 


11. ეკლესიაში კვირაში ცხრაჯერ უნდა იაროთ და დასუსტების მიზნით იმარხულოთ. ამავე დროს უნდა გჯეროდეთ , რომ სექსი ან კოცნა ქორწინებამდე ” არ არის მოსული პონტი” თუმცა ამავე დროს თქვენ სანაცნობოში ყველა ბიჭი/გოგო “გადაბურჯგნული” უნდა გყავდეთ (ჰმ, ყოველ შემთხვევაში აზრობრივად მაინც).

 


12. და საერთოდ ჯასტინ ბიბერი გოგოა, ლედი გაგა “ჯაან” განსხვავებული ვინმეა, სელენა უსაყვარლესია და “ნირვანა” “ვაფშე” ვინ არის?

 


13. მიწისძვრის დროს იმისდა მუხედავად , რომ ცა და დედამიწა იქცევა თქვენ მაინც გულმოდგინედ უნდა პოსტოთ “ვაიმე, ეს რა იყოო? შოკში ვაარ”

 

14. ასევე უნდა გქონდეს დერსკი ხმა, ამისთვის უნდა დალიო დღესი სამი ჭიქა ყავა.

 

15. უნდა დაიბეროთ ტუჩები სხვა და სხვა საშუალებით, უკანასკნელ შემთხვევში სათაგურით.

 

16. ასევე გამაჯობის მაგივრათ უნდა იხმარო სიტყვა - პრივეტ ან სალამი.

 

17. ხშირად იხმარეთ სიტყვა დასტოინი ტიპი.