ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.
[გოდერძი ჩოხელი-ადამიანთა სევდა]

 

ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი.
[გოდერძი ჩოხელი-ადამიანთა სევდა]

 

მე ვარ ამაყი და ისეთი ამაყი, რომ არასოდეს მივცემ ჩემ თავს უფლებას, მიყვარდეს ის, ვისაც არ ვუყვარვარ.
[ლევ ტოლსტოი-ანნა კარენინა]

 

ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი,რასაც სხვას ვერავისთან ნახავ,ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს!
აი,ეს არის მთავარი!ეს უკვე ნიჭია.
[ფიოდორ დოსტოევსკი-ძმები კარამაზოვები]

 

„თუ არ არსებობს სრული უკვდავება ,მაშასადამე,არც ზნეობა არსებობს და ყველაფერი დასაშვებია“.
[ფიოდორ დოსტოევსკი-ძმები კარამაზოვები]

 

ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავიც ეუცხოევება, საკუთარ თავს გაურბის.
[გოდერძი ჩოხელი-ადამიანთა სევდა]

 

სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია,მთელ სამყაროს შეგაძენინებს

[ფიოდორ დოსტოევსკი-ძმები კარამაზოვები]

 

სიყვარულს ერთი ლამაზი თვისებაც აქვს-იგი არასოდეს ქრება და იკარგება,შვიდი საუკუნეც რომ გავიდეს,ის მაინც არსებობს,თუ იმ შვიდი საუკუნის შემდეგაც არსებობენ ადამიანები,ვისაც სიყვარული შეუძლია...
[დათო ტურაშვილი-გურჯი ხათუნი]

 

მე დავრჩი ჩემს ბავშვურ სიჯიუტესთან ერთად,რომელსაც სწორედ ბავშვობიდან,მშვენივრად ვიცნობ და სწორედ მაშინ მიყვარს როცა მიშლიან,სწორედ მაშინ მიყვარს როცა მიკრძალავენ.
[დათო ტურაშვილი-პრაღა გაზაფხულის გარეშე]

 

ჩემი წილი აფხაზეთი მე უკვე დავიბრუნე...
[დატო ტურაშვილი-აჩიბაბა და ორმოცი ყოჩაღი]

 

თუკი სიცოცხლე გწყურია ეს იმას ნიშნავს,რომ ვიღაც გიყვარს.
[ერიხ მარია რემარკი-სამი მეგობარი]

 

ცხოვრება იმდენად ცუდადაა მოწყობილი,რომ შეუძლებელია ამით ყველაფერი მთავრდებოდეს.

[ერიხ მარია რემარკი-სამი მეგობარი]

 

ნამდვილი სიყვარული სხვათა თანდასწრებას ვერ ეგუება:)
[ერიხ მარია რემარკი-სამი მეგობარი]

 

-ლოდინი ყველაზე საშინელი გრძნობაა.
-საშინელება ის არის როცა არავის ელოდები.
[ერიხ მარია რემარკი-სამი მეგობარი]

 

ცრემლს ამოაქვს გულიდან ის დაუტევარი შხამი,რაც ადამიანს გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა.
[ოტია იოსელიანი-ქალი გამოვიდა საღალატოდ]

 

ქალი მხოლოდ სიყვარულისთვისაა გაჩენილი და მას თავისი არსის ღალატი არ ძალუძს.
[ოტია იოსელიანი-ქალი გამოვიდა საღალატოდ]

 

ადამიანი სანამ ცოცხალია,ან უყვარს,ან სიყვარულის მოლოდინით სულდგმულობს.
[ოტია იოსელიანი-ქალი გამოვიდა საღალატოდ]

 

სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.

[ერიხ მარია რემარკი-ტრიუმფალური თაღი]

 

ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.
[ერიხ მარია რემარკი-ტრიუმფალური თაღი]

 

მიყვარხარ იმიტომ,რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ რომ მეპოვნე
[პაულო კოელიო- ალქიმიკოსი]

 

ყოველ ცოცხალ არსებას უყვარს სიცოცხლე, ისევე როგორც შენ და მხოლოდ შენ უნდა შეძლო ყოველ ცოცხალ არსებაში საკუთარი თავი იპოვნო და აღმოაჩინო. და როცა ამას შეძლებ, მიხვდები, რომ არავინ და არაფერი, არასოდეს არ უნდა მოკლა დედამიწის ზურგზე, რადგან სიკვდილს შენსავით სხვებიც უფრთხიან, რადგან სიცოცხლეს შენსავით, სხვებიც ეტრფიან...
[დათო ტურაშვილი ,,ტიბეტი არ არის შორს]