ალბათ ყველას გადაგიღიათ ერთი სურათი მაინც სარკის წინ, ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს 21 საუკუნის ახალი და საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა. არ დაგიმალავთ, და მსგავსი რაღაცით მეც ხშირად ვირთობ თავს.


ადრე, ჯერ კიდევ მხატვრობისა და მხატვრების ეპოქაში, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ფოტოაპარატი და სმარტფონი, საკუთარ თავს ტილოზე აღბეჭდავდნენ. ბევრი საკმაოდ დიდ თანხებსაც იხდიდა, სამახსოვრო პორტრეტისთვის. დროთა განმავლობაში განვითარდა ტექნოლოგიები და გამოიგონეს ფოტოაპარატი, შემდეგ სმარტფონი შიდა კამერით. დამეთანხმებით, გაცილებით მარტივი და სასიამოვნო პროცესია საკუთარი თავის გადაღება, ვიდრე საათობით გაუნძრევლად ჯდომა იმისათვის, რომ ერთი პორტრეტი დაუტოვო საგვარეულოს და შთამომავლობას.


როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ეს სულაც არ არის რაიმე სახის გადახრა, ან ფსიქოლოგიური პრობლემა. უბრალოდ ბევრისთვის ეს თვიდამკვიდრების ინსტინქტია, ბევრი კიდევ ცდილობს არ ჩამორჩეს უკანასკნელ ტენდენციებს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი. მაგალითად, ის, რომ თითოეულმა ადამიანმა, უფრო კარგად იცის „რომელი პროფილი უფრო ლამაზი აქვს“ და რა კუთხით გადაღებული სურათი გამოდის უფრო კარგი.


ამ საუკუნის ტენდენციამ, არა მარტო სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები, არამედ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაითრია. გინახავთ ალბათ ადგილობრივი ვარსკვლავები ე.წ „სელფშოტებით“ , როგორ ერთობიან. საზღვარგარეთაც საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა. მაგალითად ახლახან, ერთ-ერთ პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე ტომ ჰენკსი სცენაზე აუვარდა სტივ მარტინს და გადაიღო ერთობლივი „სელფი“.


კონკრეტულ მიზეზებს „სელფების“ ტენდენციის ფსიქოლოგები ჯერ ვერ ასახელებენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული ადამიანების სენია. ბევრი მიიჩნევს, რომ „სელფები“ თამამი, უკომპლექსო ადამიანების ჰობია. მე მიმაჩნია, რომ „სელფების“ სიყვარული, აბსოლუტურად ინდივიდუალურია და კითხვაზე: „რატომ ვუღებთ საკუთარ თავს სურათებს“ თითოეულმა მოყვარულმა თავად უნდა გასცეს პასუხი...