ცნობილმა პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ კვლავ გააკეთა კომენტარი ვერა ბრეჟნევასთან რომანის შესახებ. მაკომპრომიტებელი ფოტოების ინტერნეტ სივრცეში არც თუ დიდი ხნის წინ განთავსების შემდეგ ჭორებმა კიდევ უფრო იმატა.

 


პროდიუსერმა ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და კიდევ ერთხელ ისაუბრა მომღერალთან სავარაუდო რომანის შესახებ.

 


,, ეს ჟურნალისტების მოგონილია, მათ 10 წლის განმავლობაში უკვე ასჯერ დაგვაკავშირეს ერთმანეთს და შემდეგ ერთმანეთს დაგვაშორეს. ახლა კი გადაწყვიტეს რომ საყვარლები ვართ. ეს დიდი სისულელეა. მე და ვერა დიდი ხნის კოლეგები და მეგობრები ვართ და თავისუფალ დროს ერთმანეთთან ხშირად ვსტუმრობთ.  გასაკვირი კი ამაში არაფერია. ჩვენ გვყავს ბავშვები და ოჯახები, ჩვენ უკვე შემდგარი ადამიანები ვართ და ერთად ყოფნა რომ გადაგვეწყვიტა გაზეთების სათაურები ამაში ხელს ვერ შეგვიშლიდა. მოდით უმჯობესია ხელოვნებაზე და ახალ სიმღერებზე ვისაუბროთ’’- განაცხადა კონსტანტინე მელაძემ.