ქალის ცხოვრებას 5 მოლიონი თმა ართულებს, რომელიც მთელს სხეულს ფარავს.

 

გთავაზობთ თმის მოშორების პოპულარულ მეთოდებს სახლის პირობებში.

 

პარსვა

 

ეს მეთოდი იყო და რჩება თმის მოშორების ყველაზე სწრაფ, ადვილ, ეფექტურ და იაფ საშუალებად.

 

დასამუშავებელ ადგილზე წაისვით საპარსი გელი და გაიპარსეთ.

 

ადრე ითვლებოდა, რომ მრავალჯერადი პარსვის შემდეგ თმა ხშირდება, მაგრამ ახლა ერთმნიშვნელოვნად დამტკიცებულია, რომ ეს ასე არ არის.

 

მეთოდის უპირატესობა -თმის მოშორება ხდება სწრაფად და არ აღიზიანებს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) კანს.

 

ნაკლი -თმა სწრაფად ამოდის. ამასთან კანის შეხება უსიამოვნოა.

 

დეპილაცია ეს არის თმის ღერის მოშორება, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს, ხოლო ეპილაცია – თმის ამოღება ძირიანად, რის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება. ეპილაციის შემდეგ თმა სამუდამოდ არ ქრება, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე აღარ შეგაწუხებთ. კრემი დეპილაციისათვის უბრალო, იაფი და აბსოლიტურად უმტკივნეულო საშუალება თმის მოშორებისთვის. დეპილაციის კრემები იწარმოება: უნივერსალური, სახის, ბიკინის, იღლიის, ფეხისა და ხელისთვის და მგრძნობიარე კანისათვის.

 

კრემს ისმევენ კანის ზედაპირზე, აჩერებენ რამდენიმე ხანს, და შემდეგ სპეციალური შპატელის დახმარებით თმასთან ერთად იშორებენ.

 

უპირატესობა-კრემის გამოყენება პრაქტიკულად სხეულის ყველა ნაწილზე შეიძლება, თმა ამოსვლას იწყებს 5-6 დღის შემდეგ. თუ პარსვიდან მეორე დღესვე ჩნდება მჩხვლეტავი თმები, დეპილაციის შემდეგ თმა ამოდის რბილი, მომრგვალებული თავით, რაც გლუვი და ნაზი კანის ეფექტს ქმნის.

 

ნაკლი-კრემებს უსიამოვნო, სპეციფიკური სუნი აქვს, ქიმიურმა კომპონენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

 

გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი მგრძნობელობაზე. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ექსტრაქტებს(ალოე ვერა, გვირილა), ვიტამინებს (Е, С, D – პანტენოლი).

 

დეპილაცია ცვილის მეშვეობით

 

ცვილი წარმოადგენს დეპილაციის ნაკლებად ალერგიულ და უფრო ბუნებრივ საშუალებას. არსებობს ცხელი, თბილი და ცივი ცვილი.

 

ყველაზე ხშირად გამოიყენება ცხელი ცვილი: მას აცხელებენ მიკროტალღოვან ღუმელში ან ცხელ წყალში, შემდეგ ისმევენ თხელ ფენად და იშორებენ ქსოვილის ნაჭრით.

 

თბილი ცვილი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გათბობა ხელის გულებითაც შეიძლება. იგი იყიდება სპეციალურ ფლაკონში "ბურთიანი" აპლიკატორით, რაც აიოლებს ცვილის თხელ ფენად წასმას.

 

ცივ ცვილს უფრო ნაკლები ტემპერატურა სჭირდება, უფრო ხშირად კი მაშინვე ესმევა ქსოვილზე, ქაღალდზე ან პოლიეთილენის ზოლებზე.

 

უპირატესობა ცვილი აშორებს თმას ფოლიკულთან ერთად, რისი წყალობითაც იძლევა ხანგრძლივ ეფექტს 3-4 კვირით.

 

ნაკლი დამოუკიდებლად ცვილის თხელ ფენად წასმა საკმაოდ რთულია და ამ საქმის ცოდნას საჭიროებს. ამასთან, წასმისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, რომ კანი არ დაიწვათ.

 

ეს მეთოდი რამდენადმე მტკივნეულია, და პროცესის შემდეგ კანი წითლდება.

 

ელექტრო ეპილატორი

 

ამ მინიატურული ელექტროხელსაწყოს მოქმედება მარტივია: პატარა პინცეტები თმას ფოლიკულთან ერთად წიწკნიან.

 

უპირატესობა ეფექტი ერთ თვეს გრძელდება, ხოლო ხელახლა ამოსული თმა ბევრად სუსტია.

 

ნაკლი ხანდახან თმა ჩაბრუნდება ხოლმე, რაც საზრუნავს შეგიქმნით.

 

ბიკინის ზონაში ეს პროცედურა სულაც არ არის სასიამოვნო...

 

და ბოლოს, რამდენიმე რჩევა სწორი დეპილაციისათვის:

 

• ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია დეპილაციის წინ სპეციალური ხელსახოცებით კანის გაწმენდა, რომლებსაც ბევრი ფირმა გთავაზობთ დეპილაციის საშუალებებთან ერთად.

 

• გამოიყენეთ ლოსიონები დეპილაციის შემდეგ კანის აღსადგენად და თმის ზრდის შესანელებლად. ისინი ამშვიდებენ კანს და ახანგრძლივებენ დეპილაციის ეფექტს.

 

• დეპილაციის პროცედურის გაკეთება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში და მენსტრუაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რადგან მენსტრუაციამდე კანი უფრო მგრძნობიარე ხდება

 

• ყოველი მწარმოებელი ფირმა გთავაზობთ ინსტრუქციას დეპილატორის გამოყენებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ინსტრუქციების დაცვა ყოველი კონკრეტული დეპილაციის საშუალებისათვის.

 

• აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი კანზე და დარწმუნდით, რომ მოცემული საშუალება არ გაგიღიზიანებთ კანს და არ მოგცემთ ალერგიას.

 

ცნობილია, რომ დეპილატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს 2-3 ხარისხის ქიმიური დამწვრობა, რის შედეგადაც კანზე რჩება იარა მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

• დეპილატორი გაიჩერეთ კანზე 4-დან 15 წუთამდე. არასოდეს გამოიყენოთ დეპილატორები წარბებისა და წამწამების ზონაში, ასევე დამწვარ ან დაზიანებულ კანზე.