"მეფე არა - იხვი!"
ამობეჭდვა · 2017-06-19 11:45:00 · 839 ნახვა

ვოლსკიმ, მონარქია იქნება პოზიტიურიო, ბესელიამ მონარქიის იდეა საინტერესოაო, სალომე ზურაბიშვილმა, "ერთადერთმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს საუკუნოვანი სახელმწიფოებრივ მდგრადობა, გაბრწყინება და გაერთიანებაო". უცბად გამოეცეკვნენ პატრიარქის ნათქვამს...
არგუმენტები ქვას ხვრეტს!...


ჯერ ციანიდის საქმე გახადეთ საჯარო, გამოიძიეთ, უთხარით ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებას - ვინ ვის წამლავდა და თუ აღიდგინა რეპუტაცია სასულიერო იერარქიამ, მერე გამოიტანეთ განსასჯელად ნებისმიერი თემა.


ამ საქმის გადაფარვას ნუ ცდილობთ უნისონში!
"ციანიდის საქმემ" დაგვანახა, რა მაფიოზებიც ხართ ეკლესიას ამოფარებული, საკუთარ რიგებს მიხედეთ.
მეფე არა - იხვი!



ავტორი: ელისო ჯანაშია