თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება
ამობეჭდვა · 2017-06-19 11:07:00 · 115 ნახვა

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. kids.org.ge. 

 

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.

 

საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ივლისში თბილისს 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება.