ლონდონში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ამობეჭდვა · 2017-06-19 11:27:00 · 158 ნახვა

ლონდონში, ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. არიან დაშავებულები. 

მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა მომხდარი გამიზნულად მიმართული აქტი. ამ ეტაპზე სამართალდამცველები
მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ. 

მომხდარს „საშინელი ინციდენტი“ უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და დაშავებულებსა და მათ ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა. 

დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭოს თავმჯდომარე ჰარუნ რაშიდი კი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მძღოლმა გამიზნულად გადაუარა ხალხს, რომლებიც რამადანის წმინდა თვეში, საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდნენ. 

ამ დროისთვის ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. თვითმხილველთა განცხადებით, სწორედ პოლიცია მივიდა პირველი ინციდენტის ადგილზე და სასწრაფო დახმარების მისვლამდე, მათ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება დაშავებულებს. 

წყარო: BBC