ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 2017-06-19 12:07:00 · 178 ნახვა

 

ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მე-3 ა მიკრორაიონში მოხდა.  

 

საზოგადოებრივის ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

 

 
მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.