ირაკლი კობახიძე მზად არის, პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართოს, რომ მიიღოს სატელევიზიო მსჯელობაში მონაწილება
ამობეჭდვა · 2017-06-19 12:47:00 · 118 ნახვა

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა ჩემს მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე, ეს საშუალებას მისცემდა საზოგადოებას, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, - ამის შესახებ აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე მზად არის კიდევ ერთხელ მიმართოს გიორგი მარგველაშვილს, რომ პრეზიდენტმა მიიღოს სატელევიზიო მსჯელობაში მონაწილება.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე.

კობახიძის თქმით, მათ მოამზადეს დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც სრულ შეაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო სისტემას.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ რეფორმა ჩიხში ვერ შევა და წარმატებით დასრულდება.