პატიმრებმა 12-მეტრიანი გვირაბი გათხარეს და ციხიდან გაიქცნენ
ამობეჭდვა · 2017-06-19 16:27:00 · 250 ნახვა

კუნძულ ბალიზე განლაგებული ციხე კერობოკანიდან, ოთხი უცხოელი პატიმარი გაიქცა. მედიის ცნობით, მათ 12-მეტრიანი გვირაბი გათხარეს. 

 

პენიტენციალური უწყების ხელმღძვანელის ტონი ნაინგოლანის თქმით, გაქცეულებს შორის არიან ავსტრალიის, ინდოეთის, მალაიზიისა და ბულარეთის მოქალაქეები. 

 

"გვირაბის სიგრძე დაახლოებით 12 მეტრია. ვფიქრობთ, რომ მის გასათხრელად, მათ ერთ კვირაზე მეტი დასჭირდათ", - განაცხადა ნაინგოლანმა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.