ქუთაისში საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს
ამობეჭდვა · 2017-06-19 14:47:00 · 245 ნახვა

ქუთაისში საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს. ყაჩაღობა საფიჩხიაზე, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ორმა ნიღბიანმა მძღოლი იარაღის მუქარით გადმოსვა და მანქანა გაიტაცა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მანქანა უკვე ნაპოვნია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



ავტორი: "ტელეიმედი"