ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15:00 საათამდე გადაიდო
ამობეჭდვა · 2017-06-19 14:27:00 · 121 ნახვა

ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურის დაწყების დრო შეიცვალა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს თბილისის ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს. 

 

მათი თქმით, რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. 

 

„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“ -აცხადებენ სააგენტოში.



საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 13.00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მშობლებმა ტექნიკური ხარვეზების გამო ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს. 

 

დედაქალაქს ივლისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. 


ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე მოცემულ სპეციალურ მენიუში, სადაც სავალდებულოა მითითებული ველების შევსება კონკრეტული რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე ბავშვისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. 

 

რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე დასრულდება.
 
თბილისში საზაფხულო ბაღები 3-დან 31 ივლისამდე იმუშავებს, შემდეგ ბაგა-ბაღებში:


 
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.


 
საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით: გლდანის რაიონი - N153, N48, N205, N216, N186; დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა"; ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182; კრწანისის რაიონი - N51, N206; მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162; ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112; სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი - N34, N5", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში