„ბახალას“ დედა - პოლიციელები სიცრუის დეტექტორს მინდა მივუერთო
ამობეჭდვა · 2017-06-19 16:47:00 · 174 ნახვა

 

ოთხი თვის წინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობის გიორგი გიორგანაშვილის დედა ნანა ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. 

 

„ისეთი სპექტაკლი მეჩვენება ეს ყველაფერი, რომ მინდა, ეს პაწაწინა პოლიციელები - პატარები, როგორც ადამიანები, სადმე მივუერთო სიცრუის დეტექტორს. ჩემი შვილი არასდროს ყოფილა არც მომხმარებელი და არც აქტიური მომხმარებელი. როგორც ჩემი შვილია აქტიური მომხმარებელი, იმ სიმართლით ევლოთ პოლიციელებს თუ პატაკის დამწერებს. აუცილებლად გაეცემა პასუხი ყველა ტყუილს და სპექტაკლს. 

 

დაუპატიმრებიათ ვიღაც და იმას უთქვამს, რომ ერთ სამსახურში უნდა გვემუშავაო, დაუსახელებია ჩემი შვილიც. ალბათ, იქიდან გამომდინარე დაიჭირეს. ამხელა ზღვა რაოდენობა და ბომბი ჩამოუტანია, რა თქმა უნდა, ადამიანია და დაფრთხა, თან ეტყობა, არაადამიანია“.



ავტორი: "1TV"