"ვისაც გონება ადგილზე აქვს და არც სინდისთან არის მწყრალად, ამ ბნელთა მარშზე წერს"
ამობეჭდვა · 2017-07-17 13:45:00 · 255 ნახვა

აფეთქებულია ფეისბუკი. ვინც წერა-კითხვა იცის და ვისაც არ ეზარება, ვისაც გონება ადგილზე აქვს და არც სინდისთან არის მწყრალად, ამ ბნელთა მარშზე წერს. კარგს არაფერს, რა თქმა უნდა. მხოლოდ ”საოცნებო” პოლიტიკოსები არიან გაყურსულები. მომხრეებს რომ რცხვენიათ გამოჩენა, გასაგებია, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც რომ ჩუმად არიან? ან მთავრობა რატომ არ ამხელს თავის დამოკიდებულებას? თვით ყოვლისმთქმელი ჯეჯელავაც რომ დუმილს მისცემია?


ოცნების რიგითო თუ არარიგითო მხარდამჭერებო, რომლებიც ბლომადა ხართ აქ თუ საარჩევნო ყუთებთან, შემოულაწუნეთ ერთი ამ თქვენს მმართელ პარტიას, იქნებ გამოფხიზლდნენ და ორიოდე სიტყვა ამოღერღონ!



ავტორი: რომან გოცირიძე