ე.წ. დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 2017-07-17 17:07:00 · 274 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, თეა პერტაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც ცნობილია, ბაზრის 200-მდე კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ამის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბაზრის ორი სასაწყობე ადგილი.

დავით გელაშვილის ინფორმაციით, ადგილზე 10 სახანძრო მანქანა მუშაობდა.